სამოქალაქო რელიგია

სამოქალაქო რელიგია
ტერმინი ჯერ კიდევ ჟან-ჟაკ რუსომ გამოიყენა, ხოლო თანამედროვე ლექსიკაში ამერიკელმა სოციოლოგმა რობერტ ბელამ დაამკვიდრა. მან 1980 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემული იყო მისი ადრეული ნაშრომით გამოწვეული დისკუსიის ერთგვარი ანალიზი. ის აღიარებს, რომ “სამოქალაქო რელიგია” არის ცნება, რომელიც “უკვე ორი ათასი წელია გამუდმებით გაისმის ისტორიაში”. მორინ ჰენრი წიგნში “ძალაუფლებით თრობა” აღნიშნავს, რომ ისტორიულ-ფილოსოფიური ნარკვევი სამოქალაქო რელიგიის შესახებ ისევე ძველია, როგორც პოლიტიკური საზოგადოება. როგორც ჰენრი, ასევე ბელა აღნიშნავენ, რომ პირველადი ფორმა სამოქალაქო რელიგიებისა არსებობს საზოგადოებებში, სადაც წაშლილია ზღვარი რელიგიასა და საზოგადოების სხვა ინსტიტუტებს (იგულისხმება “პოლიტიკური ინსტიტუტებიც”) შორის. სამოქალაქო რელიგიის ეს ფორმა ყველაზე კარგად საზოგადოებრივი წყობილების “პრიმიტიულ”, “პირველად” ფორმებში ჩანს. სწორედ რელიგიასა და სხვა ინსტიტუტებს შორის მიჯნის ამგვარი არარსებობა გახდა მიზეზი ემილ დიურკჰეიმის შემდეგი დასკვნისათვის: სოციოლოგიური თვალსაზრისით რელიგია არის საზოგადოების სიმბოლური რეპრეზენტაცია. თუმცაღა ბელა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო რელიგიის ამგვარი ფორმა თავს იჩენს არა მარტო პირველად და არქაულ საზოგადოებებში, არამედ დღემდე არსებულ ზოგიერთ ერთობაშიც. მას მაგალითად თანამედროვე იაპონია მოჰყავს. მთავარი მახასიათებელი სამოქალაქო რელიგიისა არის ის, რომ იგი სოციალურად მთლიანად განიცდის ლეგიტიმურობას. მისი ადრეული ისტორიული ფორმები გვხვდება ძვ.წ. II ათასწლეულის მონარქიებში (რომელთაგანაც ზოგიერთმა ჩინეთისა და იაპონიის მსგავსად XX საუკუნემდე მოაღწია). ამ არქაულ მონარქიებში ვხედავთ მკაცრად ცენტრალიზებულ პილიტიკურ სისტემებს, რომლებიც ლეგიტიმაციას განიცდიდნენ გაბატონებული რელიგიის მხრიდან, რომლის ცენტრში ხელისუფალი (გნებავთ, “მირონცხებული” მეფე) დგას და მისი მთავარი ფუნქცია შემოიფარგლება არსებული წესრიგის შენარჩუნებით, რიტუალების დარეგულირებითა და კოსმიური ჰარმონიის რესტიტუირებით. ,,მირონცხებული“ მმართველის წინააღმდეგ გამოსვლა კი ნიშნავდა „კოსმოსის” წესრიგში „ქაოსის“ შეტანას და ამდენად, ეშმაკთან თანაზიარობას. კულტურის ისტორიაში პოლიტიკური და რელიგიური სფეროების გამიჯვნის ყველაზე ადრეული მაგალითები ისტორიული რელიგიების წარმოშობასთანაა (ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნე) დაკავშირებული, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი “ნაჯახის საუკუნესაც” უწოდებს. ეს ურთიერთგამიჯვნა კარგად გამოჩნდა ძველ ისრაელში, სადაც ამოს წინასწარმეტყველი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ პოლიტიკური მმართველობის გაკიცხვას იმის გამო, რომ მათ გადაუხვიეს რელიგიურად მისაღებ პოლიტიკურ და სოციალური ქცევის ნორმებს. სამოქალაქო რელიგიის ყველაზე მეტად თვითკმარი და დახვეწილი ფორმა ანტიკურ სამყაროში, რომის რესპუბლიკაში არსებობდა. სწორედ რომაულ სამოქალაქო რელიგიაში წარმოიშვა იდეა, რომელიც თანდათან დამკვიდრდა საზოგადოებრივი წყობის გვიანდელ ფორმებშიც, ეს იდეაა ისტორიულ-ნაციონალურ გამორჩეულობისა, რომელიც გარკვეულწილად ბუნდოვნად აირეკლა „ებრაელთა ღვთისაგან რჩეულობის” თეზაში. მსგავსი გრძნობა ისტორიული ბედგანსაზღვრულობისა მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო მარქსიზმ-ლენინიზმისა და ნიშანდობლივი რევოლუციამდელი „რუსული მართლმადიდებლობისა”, რომელსაც ზოგიერთი დასავლელი მკვლევარი “მოსკოვურ იდეოლოგიადაც” მოიხსენიებს. დღეს როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრ ადამიანს არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთშიც აღელვებს ე. წ. “რუსული იდეის” (მოდურად რომ ვთქვათ) ხელახალი დაბადება. ისტორიულობის ან “უდავო ბედგანსაზღვრულობის” ცნების აღორძინება (თავად ტერმინი პირველად გამოიყენა 1845 წელს ჯონ ო’სალივანმა, რათა გაემართლებინა აშშ-ის პრეტენზია მთელი ამერიკის კონტინენტის ფლობაზე,) მოხდა მთელი რიგი თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგების, პოლიტიკოსების, ქრისტიან-ევანგელისტების პუბლიკაციებშიც.
Source: თროუერი ჯეიმს. სამოქალაქო საზოგადოებისათვის: სახელმწიფო, იდეოლოგია, რელიგია და სამოქალაქო რელიგია რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში //არჩევანი, \#2, რელიგიური სკითხების შემსწავლელი ცენტრი,–2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "სამოქალაქო რელიგია" в других словарях:

  • რელიგიური დისკრიმინაცია — და შეუწყნარებლობა საერთაშორისო კონფლიქტების ერთ ერთი უძველესი მიზეზია და, როგორც ეს ასე კარგად ჩანს ისრაელი/პალესტინის დამოკიდებულებიდან, იგი კონფლიქტის მიზეზია დღესაც. რელიგია ერთ ერთ ფაქტორად ჩანს ადამიანის უფლებების განვითარების ისტორიის… …   Georgian encyclopedia

  • დასავლური ინტელიგენციის გლობალიზაცია — გლობალურ კულტურაში არსებობს ელიტარული სექტორი, რომელიც ხშირად ერთვის საქმიან კულტურას, ხშირად კი უპირისპირდება მას. ეს არის დასავლური ინტელიგენციის გლობალიზაცია, რომელსაც ბერგერმა უწოდა ინტელექტუალთა საკლუბო კულტურა (faculty club culture). მისი… …   Georgian encyclopedia

  • იდეოლოგია — • ნებისმიერ შემთხვევაში არის რაციონალურად განსაზღვრული პრინციპთა სისტემა. რომელშიც ერთიან სისტემაშია მოყვანილი გარკვეული წარმოდგენები რეალობაზე, ზოგადი ღირებულებითი ორიენტაციები და პრაქტიკული მოქმედების პრინციპები. ამ მიზნით იგი ჰგავს რელიგიას,… …   Georgian encyclopedia

  • დისკრიმინაცია — • (ლათ. discriminatio განსხვავება) სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური …   Georgian encyclopedia

  • საეკლესიო ქორწინება — ქრისტიანულ რელიგიაში შვიდ საიდუმლოთაგან ერთ ერთია, რომელსაც ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა მათი მარადიული ურთიერთზრუნვის სიმბოლოა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, ხოლო თავზე… …   Georgian encyclopedia

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება — ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე 9 (1) მუხლის თანახმად, „ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“, თუმცა ცნებები „აზრი, სინდისი და რელიგია“ არ არის განსაზღვრული და არც „თავისუფლების“ ნათელი დეფინიციაა მოცემული ამ მუხლში.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»